ENG ქარ

საქართველოს ენერგეტიკის აკადემია

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმი

პაატა ცინცაძე

აკადემიის პრეზიდენტი, ინჟინერ - ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის მრჩეველი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, 1980-1987 წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 2019-2021 წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1995 წ. იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მთავარი სახელმწიფო კოორდინატორის მოადგილე, 1997-2004 წწ. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, 2007 -2021 წწ. მონაწილეობდა USAID, WB, UNDP, EBRD, WFD საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში. არის ორტომეულის „ენერგეტიკის რეგულირების საფუძვლები“, და „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია“ თანაავტორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემიის ლაურეატი.

რევაზ არველაძე

აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, ინჟინერ-ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის დამფუძნებელი და მისი პირველი პრეზიდენტი 1994-2022 წწ. მისი ინიციატივით 1997 წელს დაფუძნდა სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „ენერგია“ , არის მისი სარედაქციო კოლეგიის უცვლელი წევრი. იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წწ., 2016-2020 წწ. სახელმწიფო დეპარტამენტის „საქმთავარენერგოს“ უფროსის პირველი მოადგილე-მთავარი ინჟინერი 1984-1990 წწ., საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი 1990-1996 წწ., სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მთავარი სახელმწიფო კოორდინატორი 1994-1995 წწ. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის ნაშრომის „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია“ 2004 წ. თანაავტორი. ენერგეტიკის დარგში და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

გია არაბიძე

პირველი ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, ინჟინერ-თბოენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველო-აშშ ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე 1998-2005 წწ., ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი 2005-2021 წწ., არის 150-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 25 სახელმძღვანელოს და 4 მონოგრაფიის ავტორი. თანაავტორებთან ერთად სახელმძღვანელოსთვის „საქვაბე დანადგარები“ მიენიჭა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია 2005 წ.

ანზორ ჭითანავა

ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 1960-1975 წწ. იყო „ჰიდროპროექტის“ თბილისის განყოფილების ინჟინერი, მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკური განყოფილების უფროსი 1980-2008 წწ. იყო „ჰიდროპროექტის“ თბილისის განყოფილების დირექტორი. 1976-1980 წწ. მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე. არის მაღალი კაშხლების და კლდოვანი ფუძე-საძირკვლების საერთაშორისო კომისიის წევრი. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალების და გამოცემების სარედაქციო კოლეგიის წევრი, ნაშრომის „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია“ 2004 წ. თანაავტორი.

თეიმურაზ გოჩიტაშვილი

ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, სამთო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (პროფესორი), საქართველოს პარლამენტში (ექსპერტ-კონსულტანტი), შპს „ჯეოინჟინერინგში“ (დირექტორი), ენერგოეფექტურობის ცენტრში (სამეცნიერო კოორდინატორი), სს „თბილგაზში“ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციაში (ტექნიკური დირექტორი, კომერციული დირექტორი, სტრატეგიული განვითარების და პროექტების დეპარტამენტის უფროსი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე). ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა ევროგაერთიანების TACIS-ის და OPET-ის, USAID-ის, UNDP-ის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში. წაკითხული აქვს ლექციები საქართველოს, აზერბაიჯანის, აშშ-ს, გერმანიის, პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და გამოგონების, რამდენიმე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, მილსადენი ტრანსპორტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში. მათ შორის, NATO-ს დაფინანსებით ნიდერლანდებში გამოცემული კრებულის „ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოება სატრანზიტო ქვეყნების გავლით“.

გიორგი აბულაშვილი

აკადემიკოს-მდივანი, სამთო-ელექტრო ინჟინერი, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) დირექტორი 2000 წლიდან, საქართველოს ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში UNECE ექსპერტთა ჯგუფის წევრი, სტანდარტების ეროვნული სააგენტოს შენობების ენერგოეფექტურობის ტექნიკური კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, კლიმატის ცვლილების ეროვნული პლატფორმის წევრი. როგორც მერების შეთანხმების - COM-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ექსპერტი კოორდინაციას უწევს დონორებთან მუშაობას საქართველოსა და აზერბაიჯანში. იყო ენერგეტიკული ქარტიის წევრი ქვეყნების მრჩეველი ენერგეტიკის სექტორის ინვესტიციებსა და ენერგოეფექტურობის და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების პროტოკოლის (PEEREA) განხორციელების საკითხებში, 1996-1998 წწ. საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი ენერგოეფექტურობის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმისა (NEEAP) და განახლებადი ენერგიის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის (NREAP) ადგილობრივ ექსპერტთა გუნდის კოორდინატორი. 2015 წლიდან ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე აქტების შემმუშავებელი ჯგუფის წევრი.

გრიგოლ ხელიძე

აკადემიის სწავლული მდივანი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. 1978-1980 წწ. მუშაობდა საპროექტო საძიებო ინსტიტუტში „თბილჰიდროპროექტი“, მონაწილეობდა ენგურის, ხუდონის, ნამახვანის ჰესების დაპროექტებაში, 1981-2012 წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. არის ჰიდრავლიკური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის (IAHR) საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი, მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის (ICOLD) საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი, სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის „ენერგია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის 100-მდე სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის (ერთი მონოგრაფია გამოცემულია უცხოეთში ინგლისურ ენაზე), 6 სახელმძღვანელოს და 3 გამოგონების ავტორი.

დავით მირცხულავა

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მაღალი კაშხლების საერთაშორის კომიტეტის (ICOLD) საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე. 1976-1995 წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, 1988-1989 წწ. სტაჟირება გაიარა მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ამავე პერიოდში მუშაობდა იტალიის ნაციონალურ ენერგეტიკულ კომპანიაში. 1991-1996 წწ. იყო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის გამგე, 1994-1998 წწ. ჰიდროტექნიკური ნაგებობების დიაგნოსტიკის და მონიტორინგის ცენტრის „დიანდჰესის“ დირექტორის მოადგილე, დირექტორი. 1998-2003 წწ. იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მინისტრი. 2003-2006 წწ., საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ჰიდროენერგეტიკის და ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობის საკითხებზე და ნაშრომის „საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია“ 2004 წ. ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

ლენა შატაკიშვილი

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ჰიდროინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი. არის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი და ამავე ფაკულტეტის „ჰიდროენერგეტიკული დანადგარების და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების“ დეპარტამენტის პროფესორი; 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობებზე. იყო სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის“ კათედრის, ჰიდროსაიჟინრო ფაკულტეტის ”ჰიდრომანქანების” კათედრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და USAID-ის „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების“ ერთობლივი პროექტის, „თბო და ჰიდროენერგეტიკის“ დეპარტამენტის, ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 2 მონოგრაფია (1 ინგლისურ ენაზე) გამოქვეყნებული უცხოეთში.

გიორგი ბერაია

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, ნავთობის და გაზის საბადოების დამუშავების სამთო ინჟინერი. 2007 წლიდან არის სს „საქართველოს ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაციის“ დეპარტამენტის უფროსი. 1966-1969 წწ. იყო გაერთიანება „თურქმენნავთის“ უბნის უფროსი ინჟინერი, უბნის უფროსი. 1969-1975 წწ. „საქგეოლოგიის“ თბილისის გაზსაძიებო ექსპედიციის ბურღვის უფროსი ინჟინერი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე. 1975-1976 წწ. საწარმოო გაერთიანება „საქნავთობის“ აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი, „საქნავთობის“ ბურღვის საწარმოო განყოფილების უფროსი. 1983-2007 წწ. იყო „საქნავთობის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ბურღვის დარგში, პირველი მოადგილე - მთავარი ინჟინერი, „საქნავთობის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მმართველი დირექტორი.

ლიანა ჯერვალიძე

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში. 2006 წელს მიწვეული იყო დიდ ბრიტანეთში რედინგის უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების პროექტში (Reading University Business School Eurasia Studies Project, UK.) კასპიისპირეთის რესურსების და ტრანზიტის საკითხებზე, 2016 წელს შვედეთში უპსალას უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრში, სამხრეთ კავკასიის გავლით ჩრდილოეთ/სამხრეთის სატრანსპორტო პოტენციალის შესწავლის საკითხებზე. 1993-2005 წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, USAID-ის კონტრაქტორებთან (OSC and IRIS) რეგიონული ენერგეტიკული პოლიტიკის და პოლიტიკის სტრატეგიულ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, 2009-2020 წწ. მუშაობდა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, 2009-2010 წლებში იყო ნორვეგიის ატლანტიკური საბჭოს (Norwegian Atlantic Committee) ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პროექტის დირექტორი. 2007-2008 წწ. და 2014-2016 წწ. იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2019 წლიდან არის ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. არის ავტორი კვლევისა „რუსეთის ენერგეტიკული და რეგიონული პოლიტიკა - გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რეგიონულ ინტეგრაციაზე“. არის არაერთი პუბლიკაციისა და პრეზენტაციის ავტორი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ტრანზიტის საკითხებზე.