საქართველოს ენერგეტიკის აკადემია
ჩვენს შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის აკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობის წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და მისი წესდების შესაბამისად. აკადემია დაფუძნდა 1994 წელს. აკადემიის ძირითადი მიზნებია:
- ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მისი მდგრადი განვითარებისთვის მეცნიერულად დასაბუთებული საფუძვლების შექმნა და ამისთვის დარგში მოღვაწე მეცნიერების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის გაერთიანება.
- დარგში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო კვლევების წარმოება.
- საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, და ხელისუფლების სხვა ორგანოებისთვის, დარგში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში პროფესიული კონსულტაციების გაწევა და ამ მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების და რჩევების დამუშავება.
- დარგში, მსოფლიოში არსებულ ტექნოლოგიური სიახლეებზე საერთაშორისო გამოცდილებაზე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ პროცესებზე საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების შემუშავება, შესაბამის კამპანიების დაგეგმა და წარმართვა.
- ქვეყნის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზების ჩატარება.
აკადემიის წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეული იქნას ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე საქართველოს და უცხო ქვეყნის მეცნიერი, მკვლევარი, ინჟინერი, უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, ენერგეტიკულ საწარმოში, ორგანიზაციაში, უწყებაში დასაქმებული პირი, რომელსაც აღიარებული წვლილი აქვს შეტანილი ენერგეტიკის დარგის განვითარებაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.